[gnome-ge-list 34] Re: Ubuntu 8.10



2008/10/31 David Machakhelidze <david machakhelidze gmail com>
ლადოს გაუმარჯოს
როგორ ხარ? როგორ მიდის საქმეები :-)
გაგიმარჯოს,

რა ვიცი ნელ-ნელა ;) სწავლაშო ვარ, გაწამაწიაში.
 

მოკლედ რა მაინტერესებს......
ამა წინათ გადავწყვიტე kde4-ის პაკეტების თარგმნა მაგრამ ვერ შევძელი....
ანუ ლანჩპედზე სტატუსში წერია რომ არა მაქვს უფლება.... ხომ ვერ მეტყვი
უფლება როგორ მოვიპოვო?

წესით უფლება უნდა გქონდეს. ჩემთვის გაუგებარია თუ რატომ არ უნდა
გქონდეს უფლება ?

 
KDE-სთან დაკავშირებით, კითხვები Taya <taya13 gmail com>-ს დაუსვი, ის უძღვება KDE-ს მხარეს
launchpad-ში. მე მხოლოდ გნომ-ზე მაქვს ყურადღება გამახვილებული.

Ubuntu-სთან დაკავშირებული კითხვები ubuntu-ge lists ubuntu com -ზე გამოუშვი ხოლმე.
უშუალოდ გნომთან დაკავშირებული კითხვები კი gnome-ge-list gnome org -ზე.

თარგმნის დროს ( როგორც აქ მიწერია https://edge.launchpad.net/~ubuntu-l10n-ka )
არ დაგავიწყდეს ამ 2 რესურსის გულდასმით გამოყენება:

http://live.gnome.org/ge/StandardTerms
და
http://en.ka.open-tran.eu/index.html (ცენტრალიზირებული ტერმინთა ბაზა)

სწრაფად წერის დროს ორტოგრაფიას მიაქციე ყურადღება. (ანუ შეეცადე გადაიკითხო შენი ნათარგმნი ფრაზები და ეგრევე არ დაამტკიცო, მე მასე ვაკეთებ, ისედაც ბევრი შეცდომა დავუშვით ადრე...ახლა გაშალაშინების პერიოდია და რაც შეიძლება ბევრი შეცდომა უნდა გავასწოროთ და ტერმინოლოგია ერთმანეთს "მივაახლოვოთ".


კეთილი სურვილებით!



[Date Prev][Date Next]   [Thread Prev][Thread Next]   [Thread Index] [Date Index] [Author Index]